ტრამპის შემდეგ ჩინეთში პუტინი ჩადის – რუსული მედიის ინფორმაციით, ომის სამხედრო დამნაშავედ აღიარებული პრეზიდენტი პეკინში ორი დღით ჩავა.
პუტინის ვიზიტი 19-დან 20 მაისის ჩათვლით არის დაგეგმილი. რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში სინ ძინ პინის მიწვევით ჩადის.
მედიის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, შეხვედრებზე უნდა ისაუბრონ ორმხრივ, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე. კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების შემდეგ იქნება ერთობლივი განცხადება და ორმხრივი საერთაშორისოო დოკუმენტის გაფორმებაც.
