არაფერი იქნება გარედან, თუ ჩვენ, ხალხი არ გავიღვიძებთ. არავის ვაკრიტიკებ. არ ვაკრიტიკებ ოპოზიციას, ამ ადამიანების ნაწილად მიმაჩნია თავი. ეს ქვეყანა არ არის პილიტიკოსების, არ არის პოლიტიკური ლიდერების, ეს ქვეყანა არის თითოული მოქალაქის, საბრძოლი არის თითოული ჩვენგანის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ხაბეიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, გააგებინონ ხალხს, 26 მაისს გაიმართება თუ არა აქცია.
„ერთადერთი, რასაც ვთხოვ ოპოზიციას – გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ – არა? მე არ მაქვს სოციალური ქსელები და ტელევიზორში ვერ ვხედავ, არის თუ – არა. ეს არ არის შენიშვნა და პრეტენზია. მე, როგორც გულშემატკივარს, ერთ რიგით თქვენიან მხარდამჭერს მაინტერესებს, რომელიც ხვალ თქვენ თუ ლიდერები იქნებით, ხმას მოგცემთ, მხარს დაგიჭერთ. თუ აკეთებთ 26 მაისს რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში. ეს არის ჩემი თხოვნა, რომ მე, როგორც ტელევიზორის მაყურებელს, გამაგებინეთ, 26 მაისს აქცია არის? არ არის? გამოვდივართ? ბევრნი უნდა ვიყოთ? – უნდა ვიყოთ; უნდა გავაგრძელოთ? – გავაგრძელოთ; აქტიურობა გვმართებს? – გვმართებს. გააგებინეთ ხალხს. გასაგებია, შეიძლება, მე ვერ გამოვიდე 26 მაისს თქვენთან ერთად აქციაზე, მაგრამ ვინც გიყურებთ, იმ ხალხისთვის მაინც თქვით, იქნება ეს აქცია თუ – არა. ზუსტად იცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის. ეს არ არის საწყენი, არ არის შენიშვნა, ეს არის გულშემატკივრის პოზიცია. თვე-ნახევარი გავიდა, აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ. ასევე ხალხმაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა გახდა საქმე, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას თუ ეწევი, მიდიხარ ციხეში. ამიტომ, ყველაფერზე ამ პილიტიკოსების მხარეს ხელის გაშვერა მაინცდამაინც სწორი საქციელი არ არის, თორემ ბევრი მეც არ მომწონს, ბევრს მეც არ მოვწონვარ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
