მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი “ფორმულასთან” აცხადებს, რომ მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია მიდიოდა, რომ თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს.
“საერთოდ, ამ საკითხის გახმაურებას ჩვენ არ ვაპირებდით. გვინდოდა, რომ ზედმეტი მღელვარება არ შეგვეტანა საზოგადოებაში და საეკლესიო წრეებში. თუმცა, მიდიოდა მიზანმიმართული, შიდა საეკლესიო სივრცეში მეუფე იობის მიმართ ერთგვარი დისკრედიტაცია, რომ თითქოს ის ცრუობს და დიპლომი არ აქვს” – ამბობს იგი.
კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ დიპლომის დაკარგვა მეუფე იობის საპატრიარქო კანდიდატობას უკავშირდება, ეპისკოპოსი პასუხობს: “მე ასე ვფიქრობ, დიახ. თუმცა უკვე ვეღარ დაუკავშირდება. მეუფე ზოსიმე, რომელიც გახლდათ მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, მან თავისი ბეჭდით, ხელმოწერით დაამოწმა, რომ მაშინ მღვდელ-მონაზონ იობ აქიაშვილზე მის მიერ გაიცა დიპლომი”.
დიპლომთან დაკავშირებით, მეუფე იობის წერილის საფუძველზე თბილისის სასულიერო სემინარიის ხარისხის მართვის სამსახურმა საქმის წარმოება დაიწყო. “ვიძიებთ დოკუმენტაციას ამ წლებთან დაკავშირებით” – ამბობს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, დურმიშხან ლაშხი
გუშინ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ” ტვ პირველის” ეთერში თქვა: “საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა მეუფე იობის დიპლომი… დიდი ალბათობით, მოპარულია”.
