Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას ივანიშვილის სახლთან აანონსებენ

May 5, 2026
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას ივანიშვილის სახლთან აანონსებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან აანონსებენ.

მასშტაბური დემონსტრაცია ხვალ, 6 მაისს, 19:00 საათზე სოლოლაკში გაიმართება. მშობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ მათ შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ.

დიუშენის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედის თქმით, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

“გუშინ, როგორც იცით, 5 საათზე კანცელარიასთან შევიკრიბეთ, დაანონსებულიც გვქონდა აქცია და ამ პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოქვეყნდა კობახიძის [განცხადება], სადაც ვკითხულობთ სრულ ნონსენსს, აბსურდს, რამაც მშობლებში უფრო მეტი აგრესია და ემოცია გამოიწვია.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა გამოხატეს ჩვენს მიმართ მხარდაჭერა, რომ ისინი მზად არიან ყველანაირად დაგვეხმარონ, თუ ეს იქნება ქვეყნის ინტერესი, მაგრამ ეს მაგათ გაიგეს სათავისოდ, თითქოს ეს არის მაფია და ჩვენ ჩვენი სადარდებელი არ გვეყოფა მშობლებს და ახლა გვაბრალებენ, თითქოს კომპანიების მიერ მოსყიდული პროპაგანდისტები ვართ და ა.შ..

თქვენ რომ დაგეხმაროთ, სხვას მოუნდება – ეს არის პრინციპი, რაზეც მუშაობს სისტემა ქვეყანაში და ამიტომ, ჩვენ უკვე მათთან გადავდივართ, პასუხისმგებლობა მათ აიღონ: კობახიძემ, ივანიშვილმა და დამნაშავე კიდევ ის ადამიანები არიან, ვინც პარლამენტში და კანცელარიაში სხედან და ფანჯრებიდან გვიყურებენ,” – განაცხადა თაკო გოგოლაძემ.

მოთხოვნები უცვლელია: მშობლები ქვეყანაში იმ მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, ბავშვების სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და გააუმჯობესებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • ლევან ხაბეიშვილი ჩვენების მისაცემად ემზადება
  • ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge