ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია. ასევე, აქვეყნებს ფოტოებს:
“ორი სხვადასხვა წყარო საბოლოოდ ადასტურებს ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას.
ინფორმაციის გადასამოწმებლად მის საცხოვრებელ მისამართზე მივედით.
ოჯახის წევრებთან გასაუბრების და მასთან სატელეფონო კავშირის შემდეგ, სოციალური ქსელებიდან ფოტოები და ვიდეოები წაშალა, გადააკეთა სახელი, მაგრამ ეტყობა არ იცის, რომ ბევრად ადრე დაარქივდა ყველაფერი მის შესახებ…” – წერს გურამ როგავა. მისივე ინფორმაციით, დეტალებზე დღეს “ფორმულას” ეთერში ისაუბრებს.
ჟურნალისტ გურამ როგავას თავს 2024 წლის 29 ნოემბერს, აქციის გაშუქების დროს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. სპეცრაზმელმა მას მძიმე დაზიანებები მიაყენა. როგავამ სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა მიიღო. ძალადობიდან მე-18 დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგავა დაზარალებულად ცნო, თუმცა არავინ დასჯილა. მოგვიანებით ეს სამსახური გაუქმდა.
