სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე ორ კვირაზე მეტია წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. მათი თქმით, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ კულტურული მემკვიდეობის სტატუსის მქონე შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოები მათ ყოველდღიურ ცხოვრებას სერიოზულად ართულებს და დახმარებას ითხოვენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს კომპანია, რომელსაც ისტორიული შენობების რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვს.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” მათ აიძულებს, ფართები მიჰყიდოს, რათა შემდეგ აღნიშნული ადგილით თავად ისარგებლოს.
“მუშაობს თელასი და ჯივიპი. ამას მუსაობა არ ჰქვია, იმიტომ, რომ დღეში ორი საათი მუშაობენ. შემოვიდნენ ორი კვირის წინ ღამე, გაუფრთხილებლად, გადაგვიჭრეს წყალი და ელექტროენერგია. ეს არის იძლება ამ მდგომარეობაში ადამიანების ჩაყენება. ძალიან დიდი ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ ძალიან ფეხზე ჰკიდიათ ჩვენ როგორ ვართ, მთავარია ფული და თავიანთი სურვილების შესრულება.
აქვთ იმის საშუალება, რომ შეისწყიდონ ფართები და ჩვენ გვაგდებენ იმ მდგომარეობაში, რომ ძალით, იმდენად ცუდ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ მივყიდოთ ფართები” – ამბობს ადგილობრივი.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ელექტროენერგია და წყალმომარაგება უახლოეს პერიოდში არ აღუდგებათ, ისინი ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და მძიმე ტექნიკას ორბელიანის ქუჩაზე არ შეუშვებენ.
