მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანი დედა დარწმუნებულია, რომ საქმის კიდევ ერტ ფიგურანტს, ნია იმნაძეს ხელბორკილებს მალე დაადებენ და ეს შესაძლოა, პირდაპირ სასამართლო დარბაზშიც მოხდეს, სადაც ის ხვალ მოწმის სტატუსი უნდა მიიყვანონ. ამის შესახებ ეკა კუპატაძემ “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მოკლული მასწავლებლის დედა ამბობს, რომ არასრუწლოან გოგონასთან ბევრი კითხვები აქვს.
“უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ არასრულწლოვანი იძულების წესით მიეყვანოთ სასამართლო პროცესზე. ნია იმნაძეს მოუწევს სასამართლო პროცესზე მოყვანა, ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, აღარ გამოუვა ის რაღაცა ფარსი, ფურცლების ფრიალი და რა პასუხების გაცემა მოუწევს, ვერც წარმოუდგენია მის ადვოკატს გიორგი ლეკიშვილს. აბა, ახლა დაარიგოს, აბა, ახლა ასწავლოს რის შემდეგ როგორ, რა უნდა თქვას, თუ დაუსხლტება ის კითხვებს. მალევე ალბათ, ერთ-ორ დღეში, შესაძლოა სასამართლო დარბაზიდანაც მას ბორკილები დაადონ და პირდაპირ გაუშვან საპატიმროში. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება”, – ამბობს ეკა კუპატაძე.
გახმაურებული მკვლელობის ოქროს მოწმეს, ნია იმნაძეს სასამართლოში იძულების წესით მიიყვანენ.
ეკა კუპატაძის ინფორმაციით, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომოლობა და იმნაძეს 7 მაისს, 16:00 საათზე სასამართლო პროცესზე მიიყვანენ.
