Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები ძლიერდება” – MDF

May 3, 2026
“მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები ძლიერდება” – MDF

მედიის განვითარების ფონდის (MDF) და „მითების დეტექტორის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიები ინტენსიურ ხასიათს ატარებს. დოკუმენტი აჯამებს 2025 წელსა და 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში გამოვლენილია 42 შემთხვევა, სადაც გავრცელდა დეზინფორმაციული ან მანიპულაციური შინაარსი. ყველაზე ხშირი იყო ვიზუალური მანიპულაცია — მათ შორის ვიდეოსა და ფოტოების დამახინჯება. დაფიქსირდა ასევე თაღლითობის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტების გამოსახულებას სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებისთვის იყენებდნენ.

კვლევის მიხედვით, დისკრედიტაციის ძირითადი ტაქტიკებია ჟურნალისტების მიკერძოებაში დადანაშაულება, გენდერული დეზინფორმაცია და სლატშეიმინგი, ასევე მორალური ნიშნით თავდასხმები და ციტატების გაყალბება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის ყველაზე ხშირი სამიზნე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები და მათი ჟურნალისტები არიან. მათ შორის დასახელებულია ტელეკომპანია „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „კავკასია“, „მთის ამბები“ და სხვა.

დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც, ავტორების შეფასებით, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული კამპანიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

ანგარიშის მიხედვით, დეზინფორმაციული მასალების გავრცელებაში ხშირად მონაწილეობენ როგორც ანონიმური სოციალური ანგარიშები, ისე პოლიტიკური და მედიური აქტორები, რაც მედიისთვის მტრულ გარემოს ქმნის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში, მდინარე ლიახვში ქალს ეძებენ – რა დეტალებია ცნობილი
  • “სანადირო თოფიდან სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა”- რა მოხდა აბაშაში
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge