Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თუ ეკლესიაში გადაწყვეტილებებს გავლენა განსაზღვრავს და არა ჭეშმარიტება, იწყება მისი საფუძვლიდან საბედისწერო დაშორება” – მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული

May 3, 2026
“თუ ეკლესიაში გადაწყვეტილებებს გავლენა განსაზღვრავს და არა ჭეშმარიტება, იწყება მისი საფუძვლიდან საბედისწერო დაშორება” – მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული

“თუ ეკლესიაში გადაწყვეტილებებს გავლენა განსაზღვრავს და არა ჭეშმარიტება, იწყება მისი საფუძვლიდან საბედისწერო დაშორება” – მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.

“უსამართლობა მხოლოდ დანაკარგი არ არის. ის არის უხილავი რღვევა, რომელიც ადამიანს ართმევს მის კუთვნილს და ამავე დროს ანგრევს ნდობას- იმ უხილავ ძაფს, რომელიც აკავშირებს ადამიანს ადამიანთან, საზოგადოებასთან და ღმერთთან.
როდესაც ეს უხილავი ძაფი წყდება, სიტყვა ძალას კარგავს, ურთიერთობა ცარიელდება და იშლება თავად ის სივრცე, სადაც ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი. უსამართლობა მხოლოდ ქმედება არ არის, ეს არის პიროვნული რღვევის პროცესი, რომელიც შეუქცევადად აშორებს ადამიანს სიმართლეს, სხვებს და ბოლოს- ღმერთსაც.
უსამართლობა მხოლოდ სოციალური პრობლემა არ არის. ეს არის ღირებულებითი და სულიერი კრიზისი.იგი იწყება იქ, სადაც ადამიანი წყვეტს სხვაში ადამიანის დანახვას და პიროვნული ღირსების ნაცვლად საზომად იქცევა შიში, სარგებელი ან ძალაუფლება. ამით ირღვევა სამართლიანობის ძირითადი პრინციპი, რომ თითოეულს ეკუთვნის ის,რაც მისია.
უსამართლობასთან ბრძოლა მხოლოდ გარეგნული საშუალებებით- კანონით ან ძალით ვერ ხორციელდება. მისი ნამდვილი დასაწყისი ადამიანის შინაგან სივრცეშია: სამართლიანობის აღიარებაში, პიროვნული ღირსების დაცვაში და იმ აღქმაში, რომ ყოველი ადამიანი მეტია, ვიდრე ინტერესის ობიექტი.
სამართლიანობა კანონით არ იწყება.
ის სათავეს იღებს ადამიანის გულში, სადაც უნდა იყოს დაცული მისი პრინციპი. ამიტომ ყოველთვის რჩება არჩევანი სამართლიანობის ძალასა
და ძალმომრეობას შორის.
თუ ეკლესიაში გადაწყვეტილებებს გავლენა განსაზღვრავს და არა ჭეშმარიტება, იწყება მისი საფუძვლიდან საბედისწერო დაშორება. როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას.
ასეთ დროს ზიანდება ადამიანი, ქრება ნდობა, იშლება შინაგანი წყობა და ინსტიტუცია შედის რღვევის პროცესში.რადგან იქ, სადაც სამართლიანობა აღარ არის საფუძველი, იდენტობა აღარ არის ყოფნა, არამედ იგი ცარიელ გარსად ქცეული და საკუთარ არსს მოცილებული ფორმაა, რომლის არსებობა დაცლილია შინაარსისა და სიცოცხლისგან და მხოლოდ გარეგნული ხილვადობაა შემორჩენილი.
იქ,სადაც სამართლიანობის ფესვი ხმება,
იდენტობა აღარ ყვავის. იქ, სიცოცხლის ნაცვლად არსდაცლილი არსებობის კვალი რჩება.” – წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში, მდინარე ლიახვში ქალს ეძებენ – რა დეტალებია ცნობილი
  • “სანადირო თოფიდან სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა”- რა მოხდა აბაშაში
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge