თბილისში 37 წლის მამაკაცი, როშვან შახვერდოვი, კრიმინალურ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მან „პირველებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სამართალდამცველები მას ინფორმატორად თანამშრომლობას აიძულებენ – ინფორმახიას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მისი თქმით, უარის შემთხვევაში პოლიცია ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით ემუქრება. შახვერდოვი ამტკიცებს, რომ მას სთხოვენ ფარულად გადაიღოს და ინფორმაცია მოაგროვოს ფონიჭალაში მცხოვრებ პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, აკრძალულ ნივთიერებებთან არიან დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ პოლიციიდან განხორციელებულ ზარს “პირველებიც” შეესწრო, როდესაც შახვერდოვს ინტერვიუს ართმევდა. სახვედროვთან საუბროსას პოლიციელმა თავი გიორგი თანდიაშვილად წარმოადგინა და კაცს პოლიციაში მისვლას სთხოვდა.
“ასჯერ ვუთხარი, მიანც რეკავენ. მემუქრა კაცი, რომ თუ არ მოხვალო, 20 გრამს ჩაგიდებ მანქანაში და დაგიჭერო და როგორ მოვიქცე, მითხარით ახლა? თუ კიდევ დამირეკავენ ამის შემდეგ, ბენზინს გადავისხამ კამერის წინ, სხვა გზა მე არ მაქვს უკვე. პირდაპირ მეუბნება თუ კამერით არ გადაიღებ სოფლელებს, ვინც წამალზე მუშაობს, მანქანაში ჩაგიდებ 20 გრამ წამალს და დაგიჭერო. მოდიან ჩემს კორპუსთან, სხვადასხვა მანქანებს აჩერებენ, მეუღლე მაღაზიაში ვერ გადის, ფეხმძიმე გოგოა და საჭმელს ვერ ვყიდულობთ, შიშისგან ვერ მიდის, მე ვერ გავდივარ… ჩემს ცოლთან რა უფლებით მოდის ახლოს? პირდაპირ მეუბნებიან, კამერა დაიმაგრე გადაიღე შენი სოფლელებიო. მეთქი, მე სამი ბიჭი მყავს, ეგეთ რამეს ვერ ვიზამ”, – ამბობს როშვან შახვედროვი.
როგორც შხვედროვი ამბობს, ყველაფერი ერთი თის წინ დაიწყო, რომდესაც მის ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა. პოლიცია იარაღს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს ეძებდა, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა. 37 წლის კაცის თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასზე ტერორი და სამართალდამცველები მას ინფორმატორობას აიძულებდნენ.
შხვედროვი ასევე ამბობს, რომ პოლიცია მის სახლში მეორედ უკვე გუშინ შევიდა და სახლის პერიმეტრზე დამონტაჯებული სათვალთვალო კამერები წაიღო.
“ზუსტად ერთი თის უკან იყვნენ ჩემთან, ხმა გავიგე, ღამის ოთხი საათი იყო, “პოლიციიდან ვართო”. მეთქი კარი არ გატეხოთ ახლავე გავაღებ. ავდექი, მე თვითონ გავაღე. მოსამართლის განჩინებით ვართ, ჩხრეკა უნდა ჩავატოროთო. ინფორმაცია გვაქვსო, იარაღზე და წამალზეო. მეთქი, ღმერთს ვფიცავარ, მე ეგეთი არაფერი მაქვს, თუ თქვენ არ ჩადებთ-მეთქი. “არა, ჩვენ არ ჩავდებთო”. არ ცადეს არაფერი, მეც არაფერი მქონდა. წამიყვანე სერთი ორი საათი ვიყავი მანდ, მერე გამისვეს. იმის მერე მირეკავენ”, – ამბობს შახვერდოვი.
კაცი ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამსრომლის, გიორგი თანდიაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანაც გენერალურ ინსპექციაში გეგმავს. თუ ფაქტს რეაგირება არ მოყვება, როგორც თავად ამბობს, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს.
