ჭიათურის თეატრის მსახიობი, ლელა ვაჩნაძე კარის მეზობელს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს – ფაქტი 3 კვირის წინ ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა.
ქალი ირწმუნება, რომ კედლის მეზობელი, რომელიც ასევე ოჯახის ნათელმირონია, სახლში აჰყვა და მასზე ძალადობა განახორციელა – კერძოდ მსახიობის მტკიცებით, კაცმა მას ძალით აკოცა, რის შემდეგადაც სკამიდან გადმოვარდა და გაითიშა. ქალის თქმით, დაზიანებული აქვს კუდუსუნის ძვალი.
მომხდარის ჰყავს 4 მოწმე – როგორც ქალი “პირველბთან” ამბობს, ამ დროს სახლში მის ორ ვაჟს, ქმარს და 80 წლის მამას ეძინა.
ლელა ვაჩნაძე ახლა ვაზისუბნის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და მოხმდარზე რეაგირებას ითხოვს. მას მალე გადაიყვანენ და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
რაც შეეხება ქალის მიერ ძალადობაში დადანაშაულებულ მამაკაცს, ის პოლიციამ უკვე გამოკითხა.
“ერთად ამოვედით მე და ჩემი შვილი ღამით და შემოგვყვა სახლში. ახლო ოჯახები ვიყავით, ნათელ-მირონობა გვაკავშირებდა და არ გამიგდია. ვუთხარი, ნიკო ძალიან დაღლილი ვარ, დილიდან გამგეობაში ვიყავი, აქ ეს ჩხუბები, სახლშ 4 კაცს ვუვლი და არარ შემიძლია, უნდა დავწვე-თქო. მაგიდასთან ვიჯექი, დამავლო ხელი სკამიანად, მიმიჩოჩა, მებდღვნა ტუჩებში, კინაღამ გამგუდა. რა გითხრათ, კოცნას გააჩნია, ეს იყო არანორმალურის კოცნა, კინაღამ დავიხრჩვი. კარგა ხანს გრძელდებოდა, მარტო ფეხებს ვაფართხალებდი. ხმას ვერ ვიღებდი. როგორც კი დამტავრდა ეს პროცესი, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა, შეძლება შეეშინდა – არ გავგუდოო, მეთქი ნიკო რას აკეთებ, ახლავე წადი სახლში-თქო და ხომ გავიწიე და მეორედ მომიზიდა რესკად, სკამიანად მიზიდავდა და როგორც ჩანს სკამი ხელიდან გაუცურდა, იატაკზე აღმოვჩნდი და კუდუსუნის ძვალით დავვარდი.
მერე გავითიშე, 5 წუთი და რამდენი ზუსტად არ ვიცი, გათიშული ვეგდე იატაკზე და ღმერთო მიშველეს იძახოდა. 10 წუთის მერე გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, ასეთი ტკივილი ცოხვრებაში არ მქონია, შეეცადა ჩემს წამოყენებას, ნელა-ნელა წამომაყენა, მადლობა ღმერთს რომ გადარჩიო, მე მეგონა მოკვდიო, ასე მოკვდა ჩემი მეზობელიო”, – ამბობს ქალი.
