Galt&Tagart-ის კვლევით, 2026 წლის იანვარ-მარტში თბილისში 958 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა – საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 121 შეადგინა.
უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ.
2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების 12% ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, 3% რუსეთის მოქალაქეებზე.
ჯამურად სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვების 14% მოდის. საქართველოს მოქალაქეების წილი გაყიდვებში 70%-ია.
