სახელმწიფო აუქციონზე Rolex-ის საათები ვერც მესამედ გაიყიდა – უცნობია ვის ეკუთვნოდა ძვირადღირებული ნივთები – ინფორმაციას BPN ავრცელებს. მათივე ცნობით, Rolex-ის ბრენდის 3 მაჯის საათზე მესამე აუქციონი 17 აპრილს დაიწყო და უშედეგოდ დასრულდა. ქონების ეროვნული სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მესამე აუქციონის შემთხვევაში ნივთების საფასო პირობები უცვლელი იყო.
BPN-ის ცნობით, სახელმწიფო ყიდდა Rolex Oyster Perpetual Deepsea-ს საათს (MODEL 136660, SERIAL 641N9337), რომლის საწყის ღირებულებადაც 48 900 ლარი იყო განსაზღვრული. სააგენტოს ინფორმაციით, საათზე დატანილია შემდეგი გრავირება – ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA.
45 800 ლარი იყო Rolex-ის კიდევ ერთი საათის (სერიული ნომერი G504P034) საწყისი საფასური. სააგენტო უთითებს, რომ აღნიშნული საათის სამაჯური დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და მოპირკეთებულია 18K ოქროსგან.
გასაყიდად გამოტანილი იყო ასევე Rolex-ის 149 600-ლარად შეფასებული მოდელი (126715CHNR, SERIAL 664177K8). სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საათი არის ვარდისფერი ოქრო, სამაჯურზე კი დატანილია გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750, 8GY, ROLEXSA.
ქონების ეროვნულ სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საფასო პირობები არ შეცვლილა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ყიდის Rolex Oyster Perpetual Deepsea-ს საათს (MODEL 136660, SERIAL 641N9337). მისი საწყისი ღირებულება 48 900 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, საათზე დატანილია შემდეგი გრავირება – ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA.
