Friday, May 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლევან ხაბეიშვილი დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს დასჯადი ქმედებაა – მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს” – სუს-ის გამომძიებელი

May 1, 2026
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

[ლევან ხაბეიშვილი] დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს დასჯადი ქმედებაა. მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, როგორც მშვიდობიანი ძარცვა არ არსებობს, – ამის შესახებ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის საქმის გამომძიებელმა, სუს-ის თანამშრომელმა შაქრო ხარშილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 2025 წლის 9 სექტემბერს შესასრულებლად დაეწერა ოპერატიული მუშაკის, გიორგი წვერავას პატაკი, სადაც საუბარი იყო ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებებსა და დაპირებებზე.

ხარშილაძეს ადვოკატებმა ჰკითხეს, გახსნა თუ არა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და მასში არსებული ინფორმაცია, რატომ არ არის სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ამ ტელეფონის გამო მურთაზ ზოდელავა პასუხისგებაშია მიცემული.

აღნიშნულზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ექსპერტიზა დასრულებული არაა.

„მობილური ტელეფონი, რომელიც ამოვიღეთ, დავლუქეთ. დანიშნულია ექსპერტიზა და გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში”,- განაცხადა ხარშილაძემ.

მას ჰკითხეს, სიტყვა „მშვიდობიანი“ გამორიცხავს თუ არა ძალადობას და „კონსტიტუციური“ გამორიცხავს თუ არა უკანონოს, რაზეც გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა, განაცხადა, რომ დამხობა მშვიდობიანი ვერ იქნება.

„დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს დასჯადი ქმედებაა, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეს თავისთავად დამხობას გულისხმობს, როგორც მშვიდობიანი ძარცვა არ არსებობს, მშვიდობიანი დამხობაც არ არსებობს“, – განაცხადა ხარშილაძემ.

მანამდე კი სასამართლოში ჩვენება სუს-ის ოპერატიულმა მუშაკმა, გიორგი წვერავამ მისცა. სწორედ მისი ინფორმაციული პატაკის საფუძველზე დაიწყო ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება.

„საჯარო სივრცეში ლევან ხაბეიშვილის მიერ ძალოვანი სტრუქტურის მიმართ მოწოდება ხდებოდა, ის გდდ-ს თანამშრომლებს 200 000 დოლარს ჰპირდებოდა, რათა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ განეხორციელებინათ. ის ასევე სთავაზობდა, წვრთნასა და ვარჯიშზე უარი ეთქვათ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გდდ-ს თანამშრომლები გადმოებირებინა და როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა, მათ ამ თანხას მისცემდა“, – განაცხადა წვერავამ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Galt&Tagart-ის კვლევით, 2026 წლის იანვარ-მარტში თბილისში 958 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა
  • TI: 2026 წელს ჟურნალისტებზე თავდასხმის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge