კანადაში მომხდარი მასობრივი სროლის დროს დაღუპულების ოჯახები Chat GPT-ის დამფუძნებელ კომპანიას Open AI-ის უჩივიან. 7 ოჯახი ამბობს, რომ 18 წლის თავდამსხმელი, ჯესი ვან რუტსელარი ხელოვნურ ინტელექტს “სახიფათო თემებზე” ესაუბრებოდა, მათ შორის, მასობრივ სროლაზე და იარაღით ძალადობაზე.
BBC-ის ცნობით, თავდასხმის შემდეგ გაირკვა, რომ Chat GPT-ის უსაფრთხოების გუნდმა 18 წლის მოზარდის წერილები სახიფათოდ თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე მონიშნა, თუმცა კომპანიას ადგილობრივი პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.
სარჩელის პარალელურად OpenAI-ის სპიკერმა განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ კომპანიას “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა აქვს ძალადობის ჩადენაში დასახმარებლად OpenAI-ის ხელსაწყოების გამოყენების მიმართ. მისივე თქმით, კომპანიამ “უკვე გააძლიერა უსაფრთხოების ზომები”, რაც მოიცავს ძალადობის პოტენციური საფრთხეების უკეთ შეფასების სისტემას.
მასობრივი სროლა კანადაში, თამბლერ რიჯის უნივერსიტეტში თებერვალში მოხდა. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 6 არასრულწლოვანი.
