ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი სამსართულიანი სახლის ბოლო სართულზე ფიქსირდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცედურები.
ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
