თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. სწორედ ეს გახდა მეტროს პირველ ხაზზე შეფერხების მიზეზი.
როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს.
მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. ამ დროისთვის მეტროს მუშაობა აღდგენილია.
