კრემლი ადასტურებს, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრება – აღნიშნულის ესახებ პუტინის თანაშემწე უშაკოვმა ისაუბრა. მას არ დაუკონკრეტებია, კიდევ ვინ ჩავა რუსეთში 9 მაისს
ფიცოს მოსკოვში ვიზიტის მთავარი დაბრკოლება ბალტიისპირეთის ქვეყნების – ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პოზიცია გახდა, რომლებმაც მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დათმობაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ, სლოვაკეთის მთავრობამ პოლონეთს მიმართა თხოვნით, რომ ფიცოს თვითმფრინავისთვის მოსკოვისკენ გადაფრენის უფლება მიეცათ
