Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი თამაზ გოლოევია ახალგორიდან – რადიო თავისუფლება

April 24, 2026
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი თამაზ გოლოევია ახალგორიდან – რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 აპრილს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი 27 წლის თამაზ გოლოევია (გოლოთი). გამოცემის ცნობით, მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

რადიო თავისუფლება ბრალდებულის დედას ესაუბრა. მათი ინფორმაციით, თამაზი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს. დედამ ეს ინფორმაცია ტელევიზორიდან გაიგო, თბილისში ჩამოვიდა, თუმცა არ მისცეს შვილთან შეხვედრის საშუალება.

საქართველოს პროკურატურამ გოლოევს და კიდევ 2 პირს ბრალდება დღეს წარუდგინა. მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და სტრატეგიული ობიექტების შესახებ მონაცემებს.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • უნგრეთის ვეტო დაძლეულია — ევროკავშირმა უკრაინისთვის €90 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა
  • “სახალხო დამცველი ითხოვს დაიწყონ გამოძიება ჩემი დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით” – ანი ნადარეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge