Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯობია, ილაპარაკოს და ამხილოს ის დანაშაულები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და „ანტიქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინეს და რომელთა ჩადენაშიც თავად ისიც მონაწილეობდა”- რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი

September 22, 2026
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯობია, ილაპარაკოს და ამხილოს ის დანაშაულები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და „ანტიქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინეს და რომელთა ჩადენაშიც თავად ისიც მონაწილეობდა”- რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯობია, ილაპარაკოს და ამხილოს ის დანაშაულები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და „ანტიქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინეს და რომელთა ჩადენაშიც თავად ისიც მონაწილეობდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ მონანიებითა და აღიარებით შეძლებს ღარიბაშვილი სიმართლის დადგენას.

„ანტიქართული ოცნება“ დაემსგავსა ჩამშვებების, ჩაშვებულების, გადამგდებების პარტიას. ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ამის ნათელი დადასტურებაა, რომ ამ ქვეყანაში არც სასამართლო არსებობს, არც პროკურატურა. იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი ნება, იყო მოლაპარაკება. იყო მოლაპარაკების საგანი, რომ ციხეში ჩამჯდარიყო.

ფაქტი არის ერთი, ეს ქვეყანა არის განწირული, ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციები აღარ არსებობს, „ქართული ოცნების“ მაფიოზური კლანი მაფიოზური წესებით მართავს თავის გუნდსაც და ქვეყანასაც.

ამიტომ ეს განცხადება ჩვენთვის სიახლის მომტანი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯობია, ილაპარაკოს და ამხილოს ის დანაშაულები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და ანტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინეს და რომელთა ჩადენაშიც თავად ისიც მონაწილეობდა. მხოლოდ და მხოლოდ ამ მონანიებითა და აღიარებით შეძლებს ის სიმართლის დადგენას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი მისი პოლიტიკური განეიტრალება და რეპუტაციის განადგურება იყო.

ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს და მიმართავს: “თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ”.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ “სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით” სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დასაცინი გახადა ქვეყანა შიგნით და გარეთ, რითაც საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

“ჩემი დაჭერის მიზანი იყო რეპუტაციის დაზიანება და ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ – ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით,” – წერს ღარიბაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
  • „კორუფცია ლახავს ადამიანის იმიჯს და არა პარტია“ – ქადაგიშვილი ღარიბაშვილის წერილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge