პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „მიქსმეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანას დამოუკიდებლობის გზაზე საფრთხეს უქმნის.
„რომელ ჭკუადმყოფელს შეიძლება მოუნდეს დღეს რუსულ ბინძურ ჭაობში ჩარჩენა, მითუმეტეს დასავლეთის ორენტაციის პარტიებს. ერთი დღეც არ მინდა რომ რუსეთი დაბრუნდეს. რა პრეტენზია გვაქვ ჩვენ, ხალხს დასავლეთს? – გააკეთეთ რეფორმები ხალხისთვის. რეფორმები სასამართლო სისტემაში, საარჩევნო სისტემაში, გვქონდეს თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სასამართლო. აკეთებენ? არ აკეთებენ.
ამბობდე რომ დასავლეთი გინდა მაგრამ არ ატარებდე რეფორმებს ეს ნიშნავს, რომ შენ რუსეთთან გინდა. შენ დასავლური ღირებულებებით უნდა იცხოვრო, რომ იმ ღირებულებებით გახდე დასავლური ოჯახის პარტნიორი.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ძირძველი ევროპელები ვართ. ჩვენ ახლა ვართ ამოგდებულები კონტექსტიდან და ეს რუსეთმა თავის დროზე გააკეთა. ჩვენ უპირველესი ევროპელები ვართ და დავბრუნდებით ჩვენს ოჯახში. მაგრამ დაბრუნებისთვის ხელისუფლებას დასავლეთი მიუთითებს რომ გაატაროს რეფორმები, მაგრამ ამას არ აკეთებენ. 21-ე საუკუნეში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაზე დიდი სირცხვილი და მარცხი არ არსებობს“ – თაკო ჩარკვიანი