ერეკლე მეფე, 17 მაისი, მიხეილ სააკაშვილი – მიქს-მეტრონომმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.
რა წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
ჯაყოს ხიზნები
რა მუსიკას უსმენთ?
გააჩნია რა ხასიათზე ვარ. შეიძლება შოპენს მოვუსმინო, შეიძლება ცეზარია ევორას.
მარიხუანა თუ მოგიწევიათ? ბოლოს როდის მოწიეთ?
ბოლოს არ მახსოვს როდის, მაგრამ მომიწევია ახალგზარდობაში.
უნდა იყვნენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და “მთავარი არხის“ დირექტორი ციხეში, მაშინ როდესაც ევროკავშირის კანდიდატის კითხვარი შევავსეთ?
დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს რისი კანდიდატიც არ უნდა იყო, რა მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირი აქამდე ის ადგილი იყო სადაც კანონს იცავდნენ. რა კავშირი აქვს ამას ევროკავშირის კანდიდატობასთან? რაც დაიმსახურეს ის მიიღეს.
სამი სიტყვით დაახასიათეთ ვოლოდიმირ ზელენსკი
თავის დროზე ვთქვი, რომ სახელოვნებო სცენა და პოლიტიკური სცენა სხვადასხვა ადგილია, ამიტომ მისი ადგილი პოლიტიკურ სცენაზე არც ადრე მეგონა რომ იყო და ახლა მითუმეტეს ვფიქრობ, რომ არ არის. ის რაც იმ ქვეყანას დაემართა და განსაკუთრებით უკრაინელ ხალხს, მეტყველებს იმაზე რომ პოლიტიკური სცენა მისი ადგილი არ არის.
თქვენი აზრით მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს?
მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ 30 წელიწადია თურქეთს, სერბეთს და სხვა ქვეყნებს ეს სტატუსი აქვთ და არაფერი არ შეცვლილა მათ ურთიერთობაში ევროკავშირთან. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. მე ვფიქრობ რომ არ მიიღებს, რადგან ამის შესახებ იტალიის პრემიერ მინისტრი ლაპარაკობს, ამის შესახებ ლაპარაკობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი. რეალობა ასეთია და რავიცი, ვნახოთ რა იქნება.
რა იტყვით ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე?
ქვეყანაში არსებულ უმუშევრობაზე არ ვიცი რა გითხრათ. მეთვითონ მძღოლი ვარ, მანქანით დავდივარ, რომ ვუყურებ მანქანების რაოდენობას თბილისში, რაღაც არამგონია აქ ძაან დიდი უმუშევრობა იყოს
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?
რა თქმა უნდა ოჯახის სიწმინდის დღეა ჩემთვის.
ერეკლე მეორე იყო სამშობლოსთვის თავგანწირული მეფე თუ ქვეყნის მოღალატე?
ეს არის შეურაცმყოფელი კითხვა. ასეთი კითხვის დასმა საერთოდ არ შეიძლება. ერეკლეზე ლაპარაკი ასეთ ფორმაში არ შეიძლება. ერეკლე არის გამორჩეული ქართველი მეფე, თავდადებული და ქართველი გმირი. სხვათაშორის ის ევროპაში იყო სახელგანთქმული. იმ ევროპაში რომელშიც თქვენ ძალიან ცდილობთ, რომ მოხვდეთ. ადამიანი, რომელიც ქართველ მეფეებს შეურაცხყოფას აყენებს უვიცი და უბედურია.