Sunday, April 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გაცილებით ძნელი იქნება დღეს პატრიარქობა, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის დროს იყო” – მიტროპოლიტი იოსები

April 5, 2026
“გაცილებით ძნელი იქნება დღეს პატრიარქობა, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის დროს იყო” – მიტროპოლიტი იოსები

“გაცილებით ძნელი იქნება დღეს პატრიარქობა, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის დროს იყო… მაგრამ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ: საზოგადოებაც, მსოფლიოც, სახელმწიფოც, პოზიციაც და ოპოზიციაც” – მიტროპოლიტი იოსები

“მომავალში, რა თქმა უნდა, მოხდება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, ამას სინოდი გადაწყვეტს. წინასწარ მეც არ ვიცი არაფერი. ღმერთმა ინებოს, რომ ღირსეული ეპისკოპოსი გახდეს საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. მე ასე ვლოცულობ და თქვენც ასე მოგიწოდებთ. მინდა გითხრათ ისიც, რომ გაცილებით ძნელი იქნება დღეს პატრიარქობა, ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის დროს იყო. მას მაინც ჰქონდა, თავიდანვე ორგანიზაციული საკითხები, სულიერი საკითხები იმდენად მოგვარებული იყო, რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მან კარგად იცოდა ყველანაირი ურთიერთობები, კომუნიკაცია და ა.შ. მაგრამ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ: საზოგადოება და არა მარტო საზოგადოება – მსოფლიო, სახელმწიფოც, პოზიციაც და ოპოზიციაც. ამიტომ არის ძალიან რთული და მე შევთხოვ ღმერთს, რომ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს მიეცი გონება, ნიჭი, ძალა, სულიერება და ყველაფერი მიეცი, რაც შეიძლება, რომ ეკლესიის წინამძღვარს ჰქონდეს. ასევე მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო ძვირფასებო, რომ ილოცეთ მომავალი პატრიარქისთვის, რომ ჭეშმარიტად და ღირსეულად განაგრძოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი… თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ძნელი მომავალი იქნება ჩვენი მომავალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის… ” – ამბობს საკვირაო ქადაგებისას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.

3 აპრილს გამართული სინოდის სხდომის დადგენილებით, პატრიარქობის სამ კანდიდატს 24 აპრილს, სინოდის სხდომაზე დაასახელებენ. ამის შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძარში შედგება გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აირჩევენ. პატრიარქის არჩევისას ხმის დამთვლელ კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა” – რა გახდა ზუგდიდში მკვლელობის მიზეზი
  • მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
  • აშშ-ისრაელის დარტყმის შედეგად ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის აკადემიის მეთაური მასუდ ზარე დაიღუპა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge