ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილს, ლიანა პატარკაციშვილს, ბიზნესის 34%-იან წილს ედავებიან – რატომ ცდილობს უკრაინის ხელისუფლება წყლის კომპანიის ჩამორთმევას?
ბრიტანეთში მოღვაწე თეატრის პროდიუსერი ლიანა პატარკაციშვილი და მისი მილიარდერი ოჯახი უკრაინის ხელისუფლებასთან მწვავე დავაში არიან. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, ჩამოართვას წყლის კომპანია, რომელსაც პატარკაციშვილების ოჯახი რუს ოლიგარქთან ერთად ფლობს.
დავა ეხება პატარკაციშვილების ოჯახის 34%-იან წილს კომპანიაში IDS Ukraine, რომელიც უკრაინაში ბოთლებში ჩამოსხმული წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ოჯახის ერთ-ერთი წევრია ლიანა პატარკაციშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მსახიობ ტობი ჯონსისა და მირა სიალის მონაწილეობით ინტერაქტიულ თეატრალურ წარმოდგენაზე იმუშავა. განაგრძეთ კითხვა…
