რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა – ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ [შპს „არსაკიძე-2000“] ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.
შეწირულობიდან რამდენიმე კვირაში, თვის ბოლოს კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი მიიღო. ჯამში, ივლისში გადარიცხული 60 ათასი ლარი 1.4 მილიონიან კონტრაქტებად იქცა. 2013 წლიდან დღემდე, შპს „არსაკიძე-2000“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 49 მილიონი ლარის 108 ტენდერი აქვს მოგებული. ამ 49 მილიონიდან, ლომის წილი – 45 მილიონი ლარი, მხოლოდ ისნისა და სამგორის გამგეობებზე მოდის [ჯამში 96 ტენდერი].
ტენდერების მიღმა, კომპანიას სახელმწიფოსგან 387 000 ლარის პირდაპირი შესყიდვებიც აქვს მიღებული [მათ შორის, 266 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტი 2025 წლის აგვისტოში ისევ ისნის გამგეობისგან].
თავის მხრივ, უსანეთაშვილმა 2017 წლიდან „ოცნებას“ უკვე 516 000 ლარი შესწირა. ის პარტიას ყოველწლიურად კანონით დაშვებულ მაქსიმუმს ურიცხავს. სხვათა შორის, ტრადიციას არც წარსულში არღვევდა – 2012 წელს მან მაშინდელ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შესწირა 30 000 ლარი.” ნათქვამია ინფორმაციაში.
