Sunday, August 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ახალი საცხოვრებელი უბანი ე.წ. დაშლილების ბაზრობის ნაცვლად – ადგილზე მომუშავეები ალტერნატიულ ტერიტორიას ითხოვენ” – ტვ პირველი

March 29, 2026
“ახალი საცხოვრებელი უბანი ე.წ. დაშლილების ბაზრობის ნაცვლად – ადგილზე მომუშავეები ალტერნატიულ ტერიტორიას ითხოვენ” – ტვ  პირველი

თბილისში, ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება, რაც ათასობით მოვაჭრეს შემოსავლის გარეშე დატოვების რისკს უქმნის. პროექტს სააქციო საზოგადოება „რეალ ინვესტი“ ახორციელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სამშენებლო ნებართვა ჯერ არ არის გაცემული. თუმცა, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროცედურა თბილისის მერიაში უკვე დაწყებულია. მიუხედავად ამისა, ბაზრობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ — არ იციან, როდის მოუწევთ ტერიტორიის დატოვება და ექნებათ თუ არა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ძირითადად 12-დან 25 სართულამდე შენობები აშენდება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში 40-სართულიანი კორპუსების მშენებლობაც არის გათვალისწინებული. ასევე იგეგმება სავაჭრო ცენტრის („მოლის“), სკოლისა და საბავშვო ბაღის მოწყობა.

სატრანსპორტო ხელმისაწვდომობა დამატებით კითხვებს აჩენს — ამჟამად ტერიტორიაზე მისასვლელად ერთადერთი გზა ქეთევან წამებულის გამზირია, სადაც ერთი ზოლი ავტობუსებისთვის არის გამოყოფილი, დანარჩენ ზოლებში კი მუდმივი საცობებია. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, ხომ არ ემუქრება დედაქალაქის ამ ნაწილს სატრანსპორტო კოლაფსი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში მამაკაცი დაჭრეს
  • ოქრო გაიაფდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში
  • ავარია თელავში – რა დეტალები ხდება ცნობილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge