ბორჯომში, ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124 -მუხილით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაშავებული მცირეწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.