Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსული მხარის ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს

October 23, 2026
რუსული მხარის ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს

2026 წლის ნოემბრიდან რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსსელხოზნადზორი) ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვეტერინარული პროდუქტების რეგულირების სისტემების გაძლიერების საკითხებზე ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარში, რომელიც 20-22 ოქტომბერს თბილისში გაიმართა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სემინარის ფარგლებში გაიმართა “როსსელხოზნადზორისა” და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქციით ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა, მათ შორის, ორივე ქვეყნის ბაზარზე პროდუქციის ახალი სახეობების დაშვების საკითხი.

“2026 წლის ნოემბრიდან საქართველოს რძის გადამმუშავებელი ორი საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს. საქართველოს კომპეტენტური უწყებისგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა მის მიერ გაცემული გარანტიების აღიარებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებული კონტროლირებადი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოთხოვნებს შეესაბამება, აგრეთვე წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად, სამსახურმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რომ შეთანხმდეს ამ საწარმოების მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეტანა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“როსსელხოზნადზორის” ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საქართველოს ექვსი საწარმო, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის რუსეთში მიწოდება სურთ. შემოწმებების დროულად ჩატარებისა და დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, ამ კომპანიების თევზის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანა შესაძლებელი გახდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge