აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ირანის რეჟიმს „ბოლოს მოუღებს“, ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა აიღონ.
“საინტერესოა, რა მოხდება, თუ ჩვენ „ბოლოს მოვუღებთ“ იმას, რაც ირანის ტერორისტული სახელმწიფოსგან დარჩა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მას [ჰორმუზის სრუტე] იყენებენ, ჩვენ მას არ ვიყენებთ, ე.წ. სრუტეზე პასუხისმგებლობას გადავცემთ. ეს ჩვენს ზოგიერთ „მოკავშირეს“, რომლებიც პასუხს არ იძლევიან, სწრაფად მოქმედებას აიძულებდა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
