მლეთაში 2014 წელს დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტს, ანი გელაშვილს პასუხობს.
ანი გელაშვილს ვერაფერში დავეთანხმები – უთხრა მან “პირველებს” ახალგაზრდა ქალის მიერ “ტვ პირველისთვის” მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს შეფასებისას.
დიასამიძის დედა ინტერვიუს იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც გელაშვილი ამბობს, რომ “ხმა, რომელიც 12 წლის წინ გადაღებულ ვიდეოში ისმის, გურიკა დიასამიძეს არ ეკუთვნის”.
“დამცინიან, რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი”- აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.
გურიკა დიასამიძის დედის თქმით, კახა გელაშვილი, ვის მიმართაც კითხვები აქვს, მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა და თუ ტელეფონს აიღებდა, “უივიროდა”:
ღამის სამ-ხუთ სათზე რომ დაერეკა, ყოველთვის ვპასუხობდითო და რა პასუხს მცემდნენ? – მამამისი იმხელაზე მიყვიროდა, ტელეფონი მივარდებოდა ხელიდან. რას მირევენ გზა-კვალს, რა უნდათ ჩემგან არ ვიცი – არ უნდათ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, არ უნდათ, რომ გამოაშკარავდეს რა მოხდა?! კარგი, ცოცხალია, ვიპოვეთ და ბავშვმა სიმართლე აღიარა, გონებაზე რომ მოვა და იტყვის რა მოუვიდა, მერე სად უნდა წავიდნენ?! – თქვა დაკარგული ბიჭის დედამ.
მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი, რომელიც17 წლის ბიჭის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს, “დღის ამებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით, 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია.
გელაშვილმა TV პირველის ეთერიდან საპატრიარქოსაც მიმართა და დაუშვა ვარაუდი, რომ დიასამიძე რომელიმე ეპარქიაში მსახურობს.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
გუშინ “პირველებმა” ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ციცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის.
