Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია” – ლაშა ფარულავა

August 13, 2026
“ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია” – ლაშა ფარულავა

ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ ფაქტის დადასტურებას გამოეხმაურა, რომ ქართულმა ბიზნესმა აფხაზეთში საწვავი შეიტანა.

მისივე თქმით, კობახიძის მხრიდან ოკუპაციის კანონზე საუბარი არის ცინიზმი, ფარისევლობა და ეროვნული ინტერესების ღალატი.

„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა უბადრუკი პაექრობა გამართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, პუტინის პირად ტყვესთან, მიხეილ სააკაშვილთან. ადამიანთან, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა და რუსული აგრესიის დროს ქვეყანა გადაარჩინა. მაშინ მის გვერდით რუსთაველის გამზირზე ევროპის ხუთი პრეზიდენტი იდგა.

„ოცნება“ არის რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილის აჩრდილისაც კი ეშინია და ამავდროულად, გვეუბნება, რომ რუსეთს „ოკუპანტსა“ და „მტერს“ თუ ვუწოდებთ, ეს თურმე რუსოფობიაა.

ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება. ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.

ამ ყველაფრის ფონზე კობახიძე აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ხდება. იგივე კობახიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი გავრილოვს დაუთმო, რასაც მასობრივი პროტესტი და ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი დარბევა, მათ შორის ადამიანებისთვის თვალების დათხრა მოჰყვა.

კობახიძის მხრიდან ოკუპაციის კანონზე საუბარი არის ცინიზმი, ფარისევლობა და ეროვნული ინტერესების ღალატი“,-აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
  • „ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის!“ – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge