Monday, March 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეზღუდვები პლასტმასის ბოთლებზე – რა რისკებზე საუბრობს ბიზნესი

March 15, 2026
შეზღუდვები პლასტმასის ბოთლებზე – რა რისკებზე საუბრობს ბიზნესი

ფასების მკვეთრი ზრდა, ფინანსური ზარალი, კადრების შემცირება და კომპანიების ნაწილის სრულად დახურვა – ეს იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რასაც პლასტმასის ბოთლების სრულად აკრძალვა შესაძლოა მოჰყვეს. სასმელების მწარმოებლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში სექტორი სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

მათი თქმით, საქართველოში სასმელების წარმოების თითქმის 80 პროცენტი სწორედ პლასტმასის შეფუთვაზე მოდის. მწარმოებლები შესაძლო შედეგებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროდუქციის ფასი შესაძლოა 2.5-ჯერ გაიზარდოს, ხოლო ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს. მათივე შეფასებით, წარმოების ახალ პირობებზე გადაყვანის პროცესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზარს პრაქტიკულად გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და წყლის გარეშე დატოვებს.

ბიზნესის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ პლასტმასის შეფუთვის აკრძალვის შესახებ დადგენილება ისე მიიღო, რომ ის სექტორთან შეთანხმებული არ ყოფილა. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებების არცერთი წარმომადგენელი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს არ შეხვედრია და შესაბამისად, რეგულაციის მიღმა დარჩა ის რისკები, რომლებიც სექტორს ემუქრება.

მწარმოებლები ამბობენ, რომ ნარჩენების მართვის პასუხისმგებლობას არ გაურბიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზა აკრძალვა არ არის. მათი თქმით, მთავარი გამოსავალი პლასტმასის გადამუშავების სისტემის განვითარება და ეფექტიანი ნარჩენების მართვაა.

თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მასშტაბური შეზღუდვების დაწესების მიზეზად გარემოს დაცვას ასახელებს. თუმცა პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სრული აკრძალვის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე ამბობს, რომ საქართველომ ევროკავშირის გამოცდილება უნდა გაიზიაროს, სადაც აქცენტი არა აკრძალვაზე, არამედ მწარმოებლებისთვის ისეთი მოთხოვნების დაწესებაზე კეთდება, რაც პლასტმასის გადამუშავებას უფრო მარტივს ხდის.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს მის ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • “ძალიან ფრთხილად იყავით, ვინც არ იცით იცოდეთ, მაგიტომ გადმოვედი ახლა მანქანიდან” – რა ხდება საგურამოს გადასახვევთან?
  • ირანის ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge