რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. დაჭრილები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, არასრულწლოვანებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა, გამოძიება კი 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
