მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექვსი მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის ერთი წევრის მხრიდან – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გამოძიების ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ავლენს ხუთ შემთხვევას, როდესაც სინჯების ჩანაცვლება მოხდა. ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს დოპინგ-ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ დოპინგ-კონტროლისთვის შერჩეულ სპორტსმენებს და არ ესწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს, რაც წესების მიხედვით აშკარა დარღვევაა.
“ეს ისტორია აქ არ მთავრდება, რადგან ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება, რომელიც საქართველოს სპორტში უფრო ღრმად შეისწავლის ვითარებას. WADA-მ ოპერაცია Obsidian-ის შედეგები საქართველოს მთავრობასაც მიაწოდა, რათა გადაიჭრას საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემები. შემდეგი ნაბიჯების განხილვის ფონზე აშკარაა, რომ WADA-მ დაკარგა ნდობა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და შესაბამისმა ორგანოებმა ახლა საფუძვლიანი ცვლილებები უნდა გაატარონ.” – განაცხადა WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ.
შემდგომი ნაბიჯის ფარგლებში, WADA-მ ამოიღო საქართველოში სხვა სპორტის წარმომადგენელი სპორტსმენებისგან აღებული ნიმუშები. ამ სპორტსმენთა ბიოლოგიური პასპორტების ექსპერტული შეფასება უკვე მიმდინარეობ
