მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
” არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5 ტომი არ მაქვს და მათზე დღეს ვერ ვისაუბრებ!
🔴მაგრამ, ყველაფერი არაფერია ჩემთვის მანამ, სანამ ნია იმნაძე და გიორგი მალანია გარეთ არის!
❌12 მარტის პროცესზე მოკლედ ვიტყვი. პროკურატურის გავრცელებული საშინელი კადრები ყველას გახსოვთ ალბათ და იმ დღეს წაყენებული ბრალების წინა სასამართლო პროცესი იყო 12-ში.
👎 პროცესზე ბევრი იფართხალეს მკვლელების ადვოკატებმა.
(გაბაშვილის-ვარლამ მაჭარაშვილი;
რიკაძის-დავით სანაძე;
ჩიქოვანის-მერაბ ჩიქოვანი, (გიორგი გამხიტაშვილი ფეისბუქით ჭიმავს კუნთებს და ძველბიჭურად გვირჩევს საქმეს ,,ბრბო”-ს, თორემ სასამართლო პროცესზე ან არ არის, ანნნნ, მართლა არ არის (უბრალოდ დევს).)
🔴რა თქმა უნდა, დანაშაულის ნამდვილობას ვერ გაექცევიან, ამიტომ ადვოკატებმა სხვა ხერხს მიმართეს….
⛔უსახური შუამდგომლობები წამოაყენეს, რაც რა თქმა უნდა, არ დაუკმაყოფილდათ (არც ერთი!).
⛔ყვეეეელაფერი გახადეს სადავო!! (ეს ემსახურება მხოლოდ დროის გაწელვას, რადგან სხვა თუ არაფერი, მგონი 350-ზე მეტი, მარტო მოწმე არის დაკითხული.)
✅საქმე გადავიდა არსებით განხილვაზე.
🔶რიკაძის ადვოკატი, თითიდან სიმწრით გამოწოვილ უაზრობებს იგონებს.
გააპროტესტა ოქტომბერში რიკაძის ტელეფონის ამოღების პროცესის კანონიერება.
🔶მეც წაგეშველებით, ბატონო დავით!
(ხალხმა იცის ეს კითხვები, თქვენთვის ვწერ!)
❓იკითხეთ ერთი, გიგას ტანსაცმელი 37 დღის განმავლობაში რატომ არ გადააგზავნეს ექსპერტიზაზე-თქო?
❓❓ან ქვა, რომელიც ეკა კუპატაძემ იპოვა 33 დღის შემდეგ, რატომ შეინახეს 4 დღე-თქო?
❓❓❓ან/და რატომ არ უზრუნველყო პოლიციის უფროსმა დანაშაულის იარაღის (ქვის) დაცვა-თქო?
❓❓❓❓ან იქნებ, მაგ, რიკაძის ტელეფონიდან რამე ხომ არ წაშალეს-თქო??? (ნუ, რომ ვერ ჩაამატებდნენ ტელეფონში ვერაფერს, მაგას იმედი მაქვს აცნობიერებთ.)
❓❓❓❓❓ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რატომ არ გაჩხრიკეთ, ეგ სად გაგონილა-თქო???
❓❓❓❓❓❓პოლიციის უფროსმა გიგას ოპერაციამდე სურათი რომ გადაუღო, რატომ არ ჩადო საქმეში, ვიდრე ეკამ არ იყვირა-თქო?
❓❓❓❓❓❓❓კიდევ რამდენი კითხვაა იცით???
მე ვიცი კარგად, მე ჩამოგიწერთ!…
🔸თქვენ, რამდენიმე დღის წინ აიღეთ ეგ საქმეები ხელში, მკვლელის დასაცავად, ფულის სანაცვლოდ!
🔸მე 2 თვეა მაქვს, შვილის ღირსების დასაცავად, მისი სიკვდილ/სიცოცხლის სანაცვლოდ!
(აქ, ღირსებაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც ჩვენია და რა, როგორ, რის სანაცვლოდ, მთლად მაგდენს შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რადგან თქვენში ყველაფერი ფულით ფასობს!!!)
👉 ისე, რიკაძე-გაბაშვილ-ჩიქოვან-ნასყიდაშვილებსაც ჰკითხეთ ერთი, რატომ მანამდე არ ყვიროდით იაგო ტალახაძის და ლუკა გამყრელიძის დარღვევებზე, ეკა რომ გაჰკიოდა ქუჩაში-თქო????
თუ გინდათ, მაგათ ნაცვლად მე გაგცემთ პასუხს:—მაშინ ეგ პოლიციის უფროსი და რაიონის მთავარი პროკურორი, გაბაშვილების და იმნაძეების სცენარით მოქმედებდნენ და ეგ ყველაფერი, შეთანხმებულად ხდებოდა.
📌ბატონო დავით, საქმის მასალები არ გინახავთ ალბათ კარგად, თორემ მაგ აბსურდს არ იკითხავდით პროცესზე, რადგან მასალებში არის ერთი ბომბი!!!
📌🔥📌გაბაშვილი რომ დაიჭირეს, სავარაუდოდ 1 საათში, ჩვენთან კლინიკაში მოვიდა მათი ახლობელი.
ალბათ, ეგონათ შვილს გავყიდდი!
მე გამოვიძახე პატრული.
როგორც ამ კაცს ჩვენებაში უწერია, მას დაურეკა ალექსანდრე გაბაშვილმა, ,,პოლიციიდან შემატყობინეს, პატრულია გამოძახებული და ახლავე წამოდი მაქედან!-ო.
🔶ახლა, როცა უკან აღარ იხევს პროკურატურა და გააფთრებული იბრძვის, სხვა გზა აღარ დაგრჩათ, ისევ გამყალბებლებს დაერიეთ!!!
🔶ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!
🔶ისე, ყველა ადვოკატს, ერთად, მე მოგცემთ ჯიგრულ რჩევას!
💎აუხსენით მაგ აღვირახსნილ მშობლებს, რომ ციხე სანატორიუმია მათი პირსისხლიანი შვილებისთვის და ურჩიეთ, სწორად ბრძოლის უფლება მოგცენ!!!
🔴🔴🔴სახალხოდ ვაფრთხილებ მკვლელების მშობლებს!!!
❌❌❌არც გაბედოთ, თაღლითურად, სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაწელვა!!!
მე ყველაფერს ვაკონტროლებ!
❌❌❌გააცნობიერეთ, თქვენ მოკალით უდანაშაულო, პატიოსანი, ჯანმრთელი, გენიოსი ახალგაზრდა და მე ვარ მისი დედა!!!” – წერს სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
