ისრაელმა ცენტრალურ ბეირუთს დაარტყა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (NNA) განცხადებით, დარტყმის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე და მერვე სართულები განადგურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
