ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი განცხადებას ავრცელებს.
“ჰორმუზის სრუტე ან ყველასთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის სრუტე იქნება, ან ომის მომხრეებისთვის დამარცხებისა და ტანჯვის სრუტე” – წერს ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი X-ზე.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავს. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კი მის საპასუხოდ თქვა, რომ ისინი აშშ-ის სამხედრო ძალებს ჰორმუზის სრუტეში ელოდებიან, სადაც რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია.
