ირანმა გერმანიის საჰაერო ძალების ბაზა ალ-აზრაქსი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა.
ინფორმაციას გამოცემა DER SPIEGEL ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე განთავსებულია გერმანული კონტინგენტი და დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები.
დარტყმის შედეგად დაზიანდა გერმანული კონტინგენტის საცხოვრებელი შენობა.
გამოცემის ცნობით, მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან გერმანელი სამხედროები თავდასხმის დროს თავშესაფრებში იმყოფებოდნენ.
