Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არის უმორალო ადამიანების ერთობა” – კახა კალაძე „ოპოზიციურ ალიანსზე“

March 9, 2026
“მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონის გამართულად ფუნქციონირება,  ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს”- კახა კალაძე

კახა კალაძემ „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას მათ უმორალო ადამიანების ერთობა უწოდა და განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ცალკე იქნებიან თუ ერთად, 0+0, ამით არაფერი იცვლება.

მისივე თქმით, მათ არ აინტერესებთ ქვეყანა და ქვეყნის ბედი.

„ეს არის უმორალო ადამიანების ერთობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. შესაძლოა სხვადასხვა სახელები დაირქვან, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი მამის შვილები არიან, გარედან იმართებიან. რასაც დაავალებენ იმას გააკეთებენ. ასევე ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამენ ნაბიჯს. არ აინტერესებთ ქვეყანა, ქვეყნის ბედი. არ აქვს მნიშვნელობა ცალკე იქნებიან თუ ერთად, 0+0, ამით არაფერი იცვლება“,- აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ“.

ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტერ ფიშერის შეხვედრის სავარაუდო სასაუბრო თემის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

„არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ქვეყნის მტრები არიან. მათი მხრიდან არაერთი განცხადება მოგვისმენია და არაფერს ერიდებიან, დასამალიც არაფერი აქვთ, პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა სანქციების ქვეშ მოყოლილიყო, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო ქვეყანას, ასოცირების შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ასევე, გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კაბინეტებში დარბოდნენ და შემდეგ თავად დაიწყეს ამაზე საუბარი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი და კონკრეტული პარტიები ბრიუსელში მუშაობდნენ იმ მიზნით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დღესაც ეს ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა შეეზღუდოთ ევროპულ ქვეყნებში. ჩვეულებრივ, ქვეყნის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge