ბაჩო ახალაიას დახურული სასამართლო პროცესიდან გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ისმის სიტყვები „ივანიშვილი არის დასამხობი!“.
ახალაიას განცხადებით, საბოლოო გამარჯვებას „სამართლიანი შურისძიება“ მოიტანს.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ მჩაგვრელ სისტემასთან ბრძოლის პარალელურად, მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ, როგორ მოიშალოს რუსული გავლენა საქართველოში.
“პროპაგანდა მარტო ჩემზე და თქვენზე კი არ მოქმედებს. მისი განმახორციელებელი იჯერებს, უპირველეს ყოვლისა. თქვენ იცით, რომ კადაფს დაჯერებული ჰქონდა ბოლოს, რომ ის საოცარი გენიალური მოვლენა იყო? თქვენ იცით, რომ ჩაუშესკოს სწამდა, რომ ის მართლა მამასავით უყვარდა ზოგიერთებს? ვიღაცეები რომ ადარებენ დიქტატორებს ერთმანეთს, უნდა იცოდესთ დიქტატორების ისტორია. ხალხის ხოცვით თავიდან არავის დაუწყია. აიათოლასაც კი არ დაუწყია. ასე ხდება ბოლოში, როცა პროპაგანდა მათ თვითონ არწმუნებს, რომ ჩვენ აქეთ საზიზღები ვართ და იმათმა უნდა დაიცვან საკუთარი სიცოცხლე ჩვენგან” – თქვა ბაჩო ახალაია პროცესზე.
