Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს” – შალვა პაპუაშვილი

March 9, 2026
შალვა პაპუაშვილი ასახელებს პარტიებს, რომელთა აკრძალვის აუცილებლობაც არ იკვეთება

შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს. მისი თქმით, ისინი, ვისაც დიქტატორული რეჟიმი არ ახსოვს, დღეს ერთ „მენიუში“ არიან წარმოდგენილი — ყველა მცირე დიქტატორი, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონ-ყმობა, სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება.

„არანაირი ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა რომ ნაცარი შეეყარა თვალში საზოგადოებისთვის, რომ თითქოს აღარ არის ერთიანი და დაშლილია, სხვადასხვა პარტიაა. რასაც ვსაუბრობდით, ყველაფერი ახდა. ეს არის ისევ ის სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების, ტელევიზიების ტერორის, სახელმწიფო რეკეტის სისტემა. ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე სხედან და შეგვიძლია იმ თაობას, ვისაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა ერთ მენიუში არიან წარმოდგენილები ყველა მცირე დიქტატორები, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით.

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთიანია, საქართველო კვლავ იგივე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და მიიყვანა ომისკენ.

„ნაცობა“, როგორც იდეოლოგია არ ეფუძნება ინდივიდებს. ეს არის კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სხვისი, სხვა ქვეყნის მსახურება, სხვა ძალების მსახურება, მათი მოსაწონის გაკეთება. იმ სცენაზე ინდივიდები არ არიან, კოლექტიური „ნაცები“ არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ შეიკრიბა და პირველი გადაწყვეტილება იყო როგორ წავიდნენ ამერიკაში და ვის ელაპარაკონ. ეს არის მთელი მათი ფილოსოფია. რაც იყვნენ 2012 წლამდე, ოპოზიციაში და ახლა. ერთი ფილოსოფია აქვთ, ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონ-ყმობა, სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge