აზერბაიჯანმა ჯარები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ირანის საზღვარზე განალაგა. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media დამოუკიდებელ მედიასაშუალება Qazetch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Qazetchi-ს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ
ამასთან, სამხედროებისთვის გაუქმდა შვებულებები, საზღვარზე კი განალაგეს დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების საწინააღმდეგო სისტემები.
