პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ მას საქართველოში სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს და აპირებს ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელოს.
როგორც მან იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მათი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გადადგეს შოთა ტრაპაიძე და ასევე, “ჯალათების წამხალისებელი“ გიორგი პატარიძე.
“ბატონ სალიას აქედან მივმართავ, დაუყოვნებლივ იქნას გადაყენებული, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ტრაპაიძე ჯალათი და მისი ბადრაგები და მათ შორის პატარიძე, რომელიც ურცხვად გამოდის და ამ ჯალათებს ახალისებს და მადლობას უხდის. ფარსი გამოძიება დაასრულეთ, გადმომეცით მე ეს საბუთი, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი დაზარალებულად არ იქნება ცნობილი, შემდეგ ეტაპს უთქვენოდ გავივლი და წავიღებ ამ ყველაფერს სტრასბურგში” – ამბობს დავითაძე.
იუსტიციის სამინისტროსთან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით – შოთა ტრაპაიძე ჯალათია, მხარდაჭერა გიორგი დავითაძეს და ა.შ.
აქციის მონაწილეები ციხის უფროსის გადადგომას ითხოვენ.
