საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს “უნივერსიტეტი“, რომელიც არის ტერორისტების სკოლა და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადდა, – ამის შესახებ თავდაცვის ექს მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, მართალია, მას არ აქვს აკრედიტაცია, ოფიციალურად არ არის ის უნივერსიტეტი, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფუნქციონირებს, მას ჰყავს სტუდენტები.
მისივე თქმით, ამ ფაქტის შესახებ ამერიკულ პრესაში დღეს უკვე დაიწერა და ამ კონკეტულ საკითხზე საქართველოდან განმარტების გაკეთება აუცილებლად მოუწევთ.
საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს “უნივერსიტეტი“, თუმცა ის უნივერსიტეტი არ არის, არც აკრედიტაცია აქვს და არც არაფერი, იმისთვის, რომ კადამეიურ დაწესებულებად ჩაითვალოს, თუმცა, ის ფუნქციონირებს, იქ სწავლება მიმდინარეობს და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადდა. ეს ფაქტი არავის დარჩება შეუმჩნევლი, ამერიკული მედია წერდა დღეს ამის შესახებ, რომ საქართველოში არსებობს ეს ფილიალი, რომლის რექტორიც იყო ეს კაცი. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავითარი უნივერსიტეტი არ არის, ეს არის ტერორისტების სკოლაა, რომელშიც ამზადებენ ადამიანებს, “სიკვდილი ამერიკას“ და “სიკვდილი ისრაელს“ სულისკვეთებით. დიახ, მას არ აქვს აკრედიტაცია, ოფიციალურად არ არის ის უნივერსიტეტი, მაგრამ ამის მიუხედავად ის ფუნქციონირებს, მას ჰყავს სტუდენტები და ჩვენს უმცირესობებით დასახლებულ ერთ-ერთ რაიონშია, რაც ასევე დამატებითი პრობლემის მატარებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის,- განაცხადა ხიდაშელმა.
