“პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება.
რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი ყოფილიყო მაქსიმალურად გამარტივებული სასკოლო საზოგადოებისთვის. მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები“ – განაცხადა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
“ქართული ოცნების” რეფორმის მიხედვით, პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. მიქანაძმის თქმით, “ეს ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო პროცესში ჩართვისთვის ბავშვის სპეციალურ ემოციურ მზაობასა და მისთვის მინიმალური კომპეტენციებისა და საჭირო უნარების განვითარებას”.
