თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის
თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა და თითქოსდა მაღალი ხარისხის მასალების შესაძენად და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად, თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო დაზარალებულის მიერ გადაცემული თანხა, 165 900 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა.
