იტალიაში, ქართველ ემიგრანტს მოტოციკლისტი დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
ინფორმაციას, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე ავრცელებს.
„მილანში, ქართველ ემიგრანტს დაეჯახა მოტოციკლისტი. ემიგრანტი მოტეხილობებით გადაყვანილია საავადმყოფოში. მოტოციკლისტი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უმორჩილესად გთხოვთ მირჩიოთ ადვოკატი ან დამაკავშიროთ. სასურველია საემიგრაციოს ადვოკატი“, – წერია გავრცელებულ პოსტში.
