დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა ოჯახის წევრები კანცელარიასთან იმყოფებიან მართავენ და კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმელები ავრცელებს.
მათ კობახიძესთან შესახვედრად არაერთი განცხადება დაწერეს, თუმცა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა ოჯახის წევრებს 9 თებერვალს კობახიძის ადმინისტრაციის თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ კობახიძესთან შესახვედრად უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებოდნენ. ისინი არაერთხელ შეხვდნენ სარჯველაძესაც, თუმცა ამბობენ, რომ მასთან კომუნიკაციამ შედეგი ვერ გამოიღო.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა ოჯახის წევრები ქვეყანაში წამლის შემოტანას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წელიწადნახევრია ხელოვნურად აჭიანურებს სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას.
მოზარდობის პერიოდში ამ დაავადების მქონე ბავშვებს უჭირთ მოძრაობა, კიბეზე ასვლა, ხშირად ეცემიან სიარულის დროს. კუნთების დისტროფიის პროგრესირების შემდეგ ბავშვები ეტლის გარეშე ვეღარ გადაადგილდებიან.
დროთა განმავლობაში ვითარდება ყლაპვის, სუნთქვისა და გულის პრობლემებიც. მკურნალობის გარეშე, ამ დიაგნოზის მქონე პირთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25-30 წელია.
