თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს – 16 წლის მოზარდს დაზიანებები ბასრი საგნით სახის არეში აქვს მიყენებული. ინფორმაციას შსს ავცრელებს.
“ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაზახეთის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ს.ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა – 2009 წელს დაბადებულ ნ.ლ.-ს.
არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
