Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 პოლიტიკოსის საქმე – პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის” ჩვენება “სარწმუნოა”

July 16, 2026
8 პოლიტიკოსის საქმე – პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის” ჩვენება “სარწმუნოა”

საქმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ – პროკურატურას “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის”, ნინო ონიანის ჩვენების სანდოობასთან კითხვები არ აქვს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, მისთვის ნინო ონიანის ჩვენება სარწმუნოა.

როდესაც ამ კონკრეტულმა პირმა წარმოადგინა კონკრეტული ჩანაწერები, ჩვენ ამ ჩანაწერების შინაარს ვეყრდნობით – განაცხადა პროკურორმა.

“როდესაც კონკრეტულ ტელევიზიას გააჩნია ლიცენზია, რომელიც არის გაცემული და ასევე, ჰყავს კონკრეტული დირექტორი, რომელიც ბეჭდით და ცნობით დაადასტურებს იმას, რომ კონკრეტული პირი არის ჟურნალისტი – ეს ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, არის სარწმუნო, რა თქმა უნდა.

ერთია, კონკრეტულად, პირს რა შეხედულებები აქვს და შეხედულებები შეიძლება იყოს შესაბამისობაში სამართალწარმოებასთან, შესაბამისობაში კანონმორჩილი მოქალაქის შეხედულებებთან, ან არ იყოს და მეორეა, კონკრეტულად ნებისმიერი პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად თქვენ სხვა შეხედულება გაქვთ, სხვა ჟურნალისტს სხვა შეხედულება აქვს, თქვენი აზრი ბუნებრივია ერთნაირი არ იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ იქნებით რომელიმე ფაქტის შემსწრე, მე ეს ფაქტი მოცემულობად არ მივიღო და არ მივიღო თქვენგან ინფორმაცია და საწყის ეტაპზევე გითხრათ, რომ თქვენი ინფორმაცია არ არის სარწმუნო-თქო.

როდესაც ამ კონკრეტულმა პირმა წარმოადგინა კონკრეტული ჩანაწერები, ჩვენ ამ ჩანაწერების შინაარს ვეყრდნობით და იმას, რომ ეს კონკრეტულმა პირმა მიაწოდა, აქ შესაფასებელია უშუალოდ ჩანაწერის შინაარსი და არა ის, რას აცხადებს თავად აღნიშნული მოწმე,” – განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა პროკურატურის მოწმე, “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი”. პროცესზე დღეს ნინო ონიანი ირწმუნებოდა, რომ სტატიებს წერს, თუმცა არ აქვეყნებს. მისივე მტკიცებით, აქვს ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არაფერი უთქვამს ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან მნიშვნელოვან ინფორმაციად” – ბადრი ჯაფარიძე
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის” ჩვენება “სარწმუნოა”
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge